შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !



შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !

 

გაცნობებთ, რომ სისტემაში განხორციელდა გარკვეული ცვლილებები:

იმ შემთხვევაში, თუ საბჭოში გასაჩივრდა სატენდერო/საკონკურსო განცხადებასთან ან/და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება/ქმედება, რისი განხილვის შედეგადაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ხსენებული საჩივრის დაკმაყოფილების ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია იმოქმედოს შემდეგნაირად:

 

  • იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გასაჩივრებული ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის სტატუსია:

„გამოცხადებულია“;

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული გადაწყვეტილება -  შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, ატვირთოს „სატენდერო დოკუმენტაციის ველში“ – ჩამონათვალიდან, მონიშნოს ველი - „სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედების დოკუმენტი“, რის შედეგადაც ატვირთული დოკუმენტი სისტემაში გამოჩნდება განსხვავებული - მწვანე ფერით.

  • იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გასაჩივრებული ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის სტატუსია:

„შერჩევა-შეფასება“;

„გამარჯვებული გამოვლენილია“;

„მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“.

შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული გადაწყვეტილება -  შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, ატვირთოს „შედეგების ველში“, რისთვისაც აუცილებელია, რომ ახალი დოკუმენტის მიმაგრების დროს, სავალდებულოდ მონიშნოს ველი - „სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედების დოკუმენტი“, რის შედეგადაც ატვირთული დოკუმენტი სისტემაში გამოჩნდება განსხვავებული - მწვანე ფერით.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებულ შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში, სატენდერო კომისიამ უნდა იმსჯელოს მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით. სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილება (მაგალითად, ტენდერში მონაწილე ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა) უნდა აისახოს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის დამოუკიდებელ (ახალ) სხდომის ოქმში.

 

გთხოვთ, სახელმწიფო შესყიდვის პროცესის გაჭიანურების და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად დაიცვათ ზემოხსენებული მითითებები.