საბჭო

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის საფუძველზე შექმნილი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანოა. საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

საბჭოს მიზანია დავების სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის“ შესაბამისად.

საბჭოს საქმიანობა ხორციელდება კანონისა და საბჭოს წინაშე დავაში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე, აგრეთვე საქვეყნოობისა და საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით.

საბჭოს საქმიანობის პრინციპებია:

  • კანონიერება;
  • ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
  • პროფესიონალიზმი;
  • საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

 

საბჭო შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5 წევრისგან.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა

(2021 წლის 1 იანვრიდან)

 

ია შავერდოვი - საბჭოს თავმჯდომარე

ალეკო ნაჭყებია - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ალექსანდრე ასათიანი - საბჭოს წევრი

გიორგი გაფრინდაშვილი - საბჭოს წევრი

ზვიად კობალაძე - საბჭოს წევრი