უქმე დღეების შესახებ (2024)



როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №500 დადგენილებით, 2024  წლის 3 იანვრიდან  5 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად.

ამასთან, იმავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, ხსენებული დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის   მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/6031230?publication=0