ადმინისტრაციული წარმოების ვადის აღდგენის შესახებ



სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასა (www.procurement.gov.ge) და ამავე სისტემაში არსებულ საბჭოსთვის განკუთვნილ სპეციალურ ელექტრონულ მოდულში (https://tenders.procurement.gov.ge/dispute) დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების გამო, 2023 წლის 17 თებერვალს, გარკვეული დროით, შეუძლებელი გახდა ამავე სისტემებით სარგებლობა.

 

აღნიშნული მიზეზით, საბჭოში საჩივრის წარდგენის მსურველმა პირებმა  შესაძლოა, გაუშვეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები. ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისა და საპატიო მიზეზით გაშვებული ვადის აღდგენის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 თებერვლის №DIS02/17 ბრძანება.

 

გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული დოკუმენტები და იხელმძღვანელოთ ზემოაღნიშნულის შესაბამისად.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულება
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ბრძანება