დავაში მონაწილე მხარეთა საყურადღებოდ



როგორც თქვენთვის ცნობილია საბჭო საჩივარს იხილავს ღია სხდომაზე. 
საჩივრის განხილვის დღე და საათი მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში) ეცნობებათ ელექტრონული მოდულის მეშვეობით.
სხდომაზე მხარეთა გამოცხადება არ არის სავალდებულო, მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.
სხდომაზე გამოცხადების შემთხვევაში სავალდებულოა სხდომაზე დამსწრე პირის/პირების წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის - მინდობილობის წარმოდგენა.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის  236 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საბჭო/საბჭოს აპარატი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეტყობინებას/ინფორმაციას აგზავნის ელექტრონული მოდულის მეშვეობით, რაც ითვლება შესაბამისი პირისთვის შეტყობინების/ინფორმაციის ჩაბარებად.