ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის შესახებ



როგორც თქვენთვის ცნობილია, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლებამოსილება, გამოეყენებინათ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული დადგენილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლი, რომელიც მოქმედებდა 2023 წლის 1 იანვრამდე და მისი მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა. შესაბამისად, დადგენილებაში არსებულ დებულებებს არ აქვს სამართლებრივი ძალა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.